kavkasioni - kavkasionis mTavari wyalgamyofi qedi

 

უწყვეტი ქედი, კავკასიონის სისტემის ოროჰიდროგრაფიული ღერძი, რომელიც ყოფს ჩრდილო კავკასიისა და ამიერკავკასიის მდინარეთა აუზებს. უმაღლესი მწვერვალია შხარა. სიმაღლე ზღვის დონიდან 5058 მ. მდინარე ბელაიის (ყუბანის მარცხენა შენაკადი) სათავეებსა და ადაი-ხოხის მთათა ჯგუფს შორის. ქედი აგებულია პალეოზოურ-პროტეროზოური კრისტალური ქანებით, სხვაგან - ძირითადად მეზოზოური თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. მნიშვნელოვანი უღელტეხილებია: ჯვრის (ხევისყელის), მამისონის (ჭანჭახის), კლიუხორისა და სხვა. დამახასიათებელია მთა-ტყის, სუბალპური , ალპური და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები.